ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასადმა ამნისტია გამოსცა


გაეროს ოფიციალური პირები სირიაში სისხლისღვრის შეწყვეტას ეჭვით უყურებენ

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა იმ პირებისთვის, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს ამნისტია არ აისახება შემდგომი დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ ვინც ამბოხებაში მონაწილებას გააგრძელებს. ამნისტიის გამოცხადება ეროვნული დამოკიდებლობის თარიღამდე ერთი დღით ადრე მოხდა. ბოლოს, პრეზიდენტმა ასადმა ამნისტია გასული წლის ოქტომბერში გამოაცხადა. ამავდროულად, გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებმა, რომლებიც ჩართული არიან სირიის კრიზისში, ეჭვი გამოთქვეს, რომ მთავრობასა და ამბოხებულებს შორის სისხლისღვრის შეწყვეტაზე ამნისტია გავლენას მოახდენს.
XS
SM
MD
LG