ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანეტა ასადის რეჟიმის დასასრულს წინასწარმეტყველებს


SYRIA
SYRIA

სირიის ხელისუფლება ალეპოში, მეამბოხეების წინააღმდეგ წარმატებაზე საუბრობს

სირიის ქალაქ ალეპოში გრძელდება დაპირისპირება სამთავრობო ჯარისკაცებსა და მეამბოხეთა დაჯგუფებებს შორის მაშინ როცა ორივე მხარე წარმატებას ზეიმობს.

ხელისუფლების განცხადებით, სალაჰედინის რაიონში მთავრობის ძალები აკონტროლებენ სიტუაციას და მეამბოხეებმა დიდი დანაკარგები ნახეს.

ვრცელდება ცნობები მეამბოხეების მხრიდანაც, სადაც ისინი უარყოფენ ხელისუფლების იერიშის წარმატებას. მეამბოხეების რწმუნებით და მიუხედავად მიმდინარე ბრძოლებისა, აღნიშნულ რაიონში სამთავრობო ჯარისკაცები არ იმყოფებიან.

კვირას, ახლო აღმოსავლეთში ხუთ დღიანი ვიზიტის დაწყების წინ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ სირიაში მზარდი ძალადობა მალე ასადის რეჟიმის დამხობას გამოიწვევს:
"თუ სირიის მთავრობა გააგძრელებს ანალოგიურ ტრაგიკულ თავდასხმებს ალეპოში, საკუთარ ხალხის წინააღმდეგ, ეს ასადის მთავრობის დასასრულს მოიტანს."

ამ ფონზე, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ ალ მუალემი პირობას დებს, რომ მეამბოხეები ალეპოში დამარცხდებიან. აღნიშნული კომენტარები სირიელმა მინისტრმა ირანში ვიზიტისას გააკეთა.

ბოლო ინფორმაციით, სირიის მთავრობის სისასტიკის მიზეზით, თანამდებობიდან გადადგა დიდ ბრიტანეთში სირიის საელჩოს უმაღლესი დიპლომატი ხალიდ ალ აიობი.
XS
SM
MD
LG