ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დაპირისპირება გრძელდება


სირიაში დაპირისპირება გრძელდება

სირიის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, სირიელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამერიკული სანქციები ისრაელის ინტერესებს ემსახურება და რომ ისინი სირიის მომავალზე გავლენას ვერ იქონიებს.

სირიის ხელისუფლების მიერ ოპოზიციის დემონსტრაციების ძალისმიერი მეთოდებით დარბევის ფონზე, გუშინ სირიის პრეზიდენტისა და 6 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ამერიკამ სანქციების შესახებ გამოაცხადა.

ბოლო ინფორმაციით, არმია და ტანკები ცეცხლს უხსნიან ლიბანის საზღვართან მდებარე ქალაქ თალკალახსა და სოფელ არიდას, რომლის მაცხოვრებლები ბოლო ორი თვის განმავლობაში მთავრობის ძალებს უპირისპირდებიან.

სააგენტო ასოშეითედ პრესი იტყობინება, რომ შეიარაღებულმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ ცეცხლი გაუხსნა სამთავრობო ჯარებს. სირიის უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ უშიშროების ძალებმა სულ ცოტა 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

გუშინ, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი იტყობინებოდა, რომ გაყინა ამერიკის იურისდიქციის ქვეშ მყოფი პრეზიდენტ ასადისა და 6 მაღალჩინოსნის აქტივები.

სირიის სახელისუფლებო არმია ლიბანთან საზღვარზე ძალების ჩაყენებას აგრძელებს. საინფორმაციო სააგენტო როიტერი, თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჯარისკაცები სახლებს ჩხრეკენ.

XS
SM
MD
LG