ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს


სირიაში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს

თვითმხილველთა განცხადებით, სირიის პოლიციის ძალებმა ქალაქ დარააში ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრაციას, სადაც მოქალაქეები ანტისამთავრობო ლოზუნგებს ყვიროდნენ და პოლიტიკურ თავისუფლებას ითხოვდნენ. ჯერჯერობით უცნობია, პოლიციამ ჰაერში ისროლა თუ დემონსტრაციის მისამართით. სირიის ქალაქ დარააში უკვე კვირაზე მეტია, რაც ანტისამათავრობო გამოსვლები გრძელდება. მოსახლეობა პრეზიდენტ ბაშარ ასადის ავტორიტარული მთავრობის გადადგომას ითხოვს. გასულ პარასკევს 12 ადამიანი დაიღუპა საპორტო ქალაქ ლატაკიაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად. გამოსვლები მოეწყო დედაქალაქ დამასკოშიც. ხელისუფლებამ ლატაკიაში არმის ნაწილები შეიყვანა.

XS
SM
MD
LG