ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში კვლავ მსხვერპლია


სირიელი აქტივისტების განცხადებით სამთავრობო ძალებმა 7 ადამიანი მოკლეს ზღვისპირა რეგიონში მიმდინარე ბრძოლების დროს, რომელიც აქამდე შედარებით უსაფრთხო რაიონად ითვლებოდა.

ადამიანის უფლებათა დამცავი აქტივისტების განცხადების თანახმად ლატაკიის პროვინციაში სირიის არმიამ ტანკების და შვეულმფრენების გამოყენებით ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე ქალაქის მაცხოვრებლებს, რომლის დროსაც 7 სამოქალაქო პირი და ერთი მეამბოხე დაიღუპა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით დღევანდელი ბრძოლების შედეგად ლატაკიაში 30-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლებმა გააქტიურეს თავიანთი მოქმდებები სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG