ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკომ უცხოელი ელჩები გააძევა


ჩინეთის განცხადებით, ის სირიის საკითხში რუსეთთან ერთად რჩება იგივე პოზიციაზე და სირიაში საგარეო ინტერვენციას ეწინააღმდეგება. ეს განცხადება ოფიციალურმა პეკინმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც დღეს სირიამ ქვეყნიდან დასავლელი დიპლომატები გააძევა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ორი ქვეყანა - რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან სირიაში რეჟიმის ძალით შეცვლას. მისი თქმით, ჩინეთი და რუსეთი მოუწოდებენ სირიის ხელისუფლებას და ოპოზიციას ძალადობის დასრულებისკენ და დიალოგის დაწყებისკენ. დღეს სირიის ხელისუფლებამ ქვეყანაში მყოფ ამერიკის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის ელჩებს სირიის დატოვება მოთხოვა.

XS
SM
MD
LG