ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სირიის ოპოზიციას დაეხმარება


თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა სირიის ოპოზიცისთვის დახმარების გაწევას აპირებს, თუმცა ეს არ იქნება შეიარაღება. პრეზიდენტი ობამა დღეს სამხრეთ კორეის დედაქალაქში თურქეთის პრემიერ-მინისტრ ერდოღანს შეხვდა და ეს თემა განიხილა. სეულში მსოფლიოს ლიდერები ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ესწრებიან. თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატები ამბოხებულთა დახმარებას საკომუნიკაციო საშუალებებით და მედიკამენტებით გეგმავს. თუმცა თეთრი სახლის მაღალჩინოსნის განცხადებით, ერდოღანს და ბარაკ ობამას შორის შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდების შესახებ. მისი ინფორმაციით შეერთებულ შტატები ამ საკითხს თურქეთში 1 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს, სადაც სირიის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

XS
SM
MD
LG