ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის უსაფრთხოების ძალების კიდევ ერთი იერიში ჰომსზე


სირიის ქალაქ ჰომსზე უსაფრთხოების ძალებმა გუშინ იერიში მიიტანეს. ბაბა ამრის რაიონში ალყაში მოხვედრილმა აჯანყების მონაწილეებმა ტერიტორიიდან გამოსვლა შეძლეს. სირიის უსაფრთხოების ძალების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია სამხედრო კონტროლის ქვეშაა.

საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოს თანახმად აჯანყებულები ფრთხილად მოქმედებდნენ იმისათვის რომ მშვიდობიანი მოსახლეობა დაეცვათ.

გაეროსა და არაბული ლიგის მიერ ახლად დანიშუნლმა საგანგებო დესპანმა კოფი ანანმა განაცხადა:

„ვიცი რომ ზოგიერთ ადამიანი, დაპირისპირების მოსაგვარებლად, დიალოგის დაწყებაზე განსხვავებულად ფიქრობს. მაგრამ სირიელი ხალხის უსაფრთხოებისა და სიმშვიდისათვის მიმაჩნია რომ დიალოგის გამართვა აუცილებელია.“

სირიის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის ბურჰამ გალინიუს განცახდებით ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტ ასადის ძალების წინააღმდეგობის გასაწევად შეიქმნა, სირიის შეიარაღებული ოპოზიციის ძალებთან და სირიის თავისუფალ არმიასთან ერთად კოორდინირებულად მოქმედებდა.

პარალელურად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭომ სირიის მთავრობა ადამიანის უფლებების სისტემატურ დარღვევასა და ძალადობაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG