ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სამი ადამიანი დაიღუპა


სირიაში სამი ადამიანი დაიღუპა
სირიაში სამი ადამიანი დაიღუპა

სირიელი აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა შტურმი მიიტანეს ქალაქ ჰომსზე, რის შედეგადც სამი ადამიანი დაიღუპა. ამავდროულად სირიის პრეზიდენტთან ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრას გეგმავს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი ჯეიკობ კელენბერგერი. ის გუშინ დამასკოში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვალიდ ალ-მოალემს შეხვდა და დაჭრილთა და დაზარალებულთა დახმარების საკითხზე ესაუბრა. უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, კვირას ჩრდილოდასავლეთ ქალაქებში განხორციელებული რეიდების დროს 12 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის რვა, იდიბის პროვინციაში და ოთხი ქალაქ ჰამას მახლობლად. ორივე რეგიონში სამთავრობო ძალები აქტიურად განაგრძობენ ამბოხებაში ჩართული ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას.

XS
SM
MD
LG