ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში შეტაკებები გრძელდება


სირიაში შეტაკებები გრძელდება
სირიაში შეტაკებები გრძელდება

სირიელი აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ჯარებმა რამდენიმე ქალაქს ტანკებით შეუტიეს, რის შედეგადაც 24 ადამიანია დაღუპული. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამთავრობო ჯარები დღეს დილით ქალაქ დეირ ელ ზურში შევიდნენ. ამ რეიდის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქის რამდენიმე რაიონში. ასევე ვრცელდება ცნობები ჰომსის პროვინციაში ოთხი ადამიანის დაღუპვის შესახებ. დამოუკიდებელ ჟურნალისტებს რეგიონში შესვლის საშუალება არ აქვთ. რეიდები მას შემდეგ განხორციელდა, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს სამხედრო ძალების გამოყენების დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ მოუწოდა. სირიაში უკვე ოთხი თვეა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG