ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელი უფლებადამცველების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა 12 ადამიანი მოკლეს ქალაქ ჰომსის დაბომბვის დროს, რომელიც ამბოხებულთა ერთერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს. აქტივისტების განცხადებით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია, რომელიც საარტილერიო დაბომბვაში მოყვა. მსხვერპლის რაოდენობის დამოუკიდებლად დაზუსტება არ ხერხდება, რადგან სირიაში უცხოური მედიის მუაშობა აკრძალულია. შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც სირიის სამთავრობო ძალებმა ჰომსის გარშემო პოზიციები დაიკავეს და სახმელეთო ოპერაციისთვის მზადება დაიწყეს. სირიის არმია ქალაქ ჰომსს უკვე ორი კვირაა ბომბავს. აქტივისტების განცხადებით სამთავრობო ძალებმა ასევე ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ დამასკოში გამართულ დემონსტრაციას. პრეზიდენტ ბაშარ ალ -ასადის წინაღმდეგ ამბოხება უკვე 11 თვეა გრძელდება.

XS
SM
MD
LG