ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამთავრობო ძალების მორიგი ოპერაცია


სირიის სამთავრობო ძალების მორიგი ოპერაცია
სირიის სამთავრობო ძალების მორიგი ოპერაცია

სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, დღეს 3 ადამიანი დაიღუპა სამთავრობო ძალების მორიგი ოპერაციის შედეგად. უკვე მე-5-ე დღეა ქალაქ ჰომსში სირიის ხელისუფლება სამხედრო ოპერაციებს ატარებს. ჰომსი ოპოზიციური ძლაების ცენტრადაა მიჩნეული და ბაშარ არ ასადის ხელისუფლება მის დასუსტებას ცდილობს.

დღევანდელი დაპირისპირება გუშინ დამთავრებული მუსლიმური ფესტივალი ეიდ ალ ადჰას შემდეგ დაიწყო. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ასადის მთავრობამ არაბული ქვეყნების ლიგის სამშვიდობო გეგმას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც დამასკომ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება უნდა შეწყვიტოს. არაბული ლიგის თავმჯდომარე ნაბილ ალ არაბმა ძალადობა სასტიკად დაგმო და განაცხადა, რომ მის გაგრძელებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება როგორც სირიისთვის, ასევე მთლიანად რეგიონისთვის.

XS
SM
MD
LG