ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის უშიშროების ძალებმა სამკვირიანი საარტილერიო დაბომბვის შემდეგ სახმელეთო იერიში წამოიწყეს ქალაქ ჰომსის წინააღმდეგ.

ამ დაბომბვის შედეგად ასეულობით ადამიანი დაიღუპა. ქალაქის მოსახლეობა სურსათ-სანოვაგის, მედიკამენტების და სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდის.

ქალაქის ბაბა ამრის რაიონში, სადაც მეამბოხეები არიან გამაგრებულნი ბრძოლები მიმდინარეობს. სამთავრობო ძალებმა ამ რაიონში მძიმე ტექნიკის, ტანკების და ჯარისკაცების დიდი კონცენტრაცია მოახდინეს. როგორც ჩანს ისინი საბოლოო იერიშის დასაწყებად ემზადებიან.

გაეროს მონაცემებით პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა სახალხო აჯანყების დაწყების შემდეგ 7500-ზე მეტი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. ამ მონაცემებით ყოველდღიურად სამთავრობო ძალები სირიაში 100-მდე ადამიანს კლავენ. ისინი ქალებს და ბავშვებსაც არ ინდობენ.

XS
SM
MD
LG