ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოფი ანანმა სირიაში წარმატებას ვერ მიაღწია


გაეროს განცხადებით სირიაში ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა კოფი ანანმა ისე დატოვა ქვეყანა, რომ ვერ მოახერხა სამშვიდობო გეგმის მიღებაში რაიმე წარმატების მიღწევა.

კოფი ანანი დამასკოდან ამანში ჩავიდა, სადაც იორდანიის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. სირიაში ყოფნის დროს კოფი ანანმა ამ ქვეყნის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა, რათა მშვიდობის მიღწევა სახვალიო საქმე არ გამხდარიყო.

კოფი ანანის განცხადებით:“ პრეზიდენტ ასადთან შეხვედრისას, პირდაპირ ვუთხარი მას, რომ სირიაში მიმდინარე ძალადობა და განსაკუთრებით ჰულაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა საერთაშორისო საზოგადოების დიდ შეშფოთებას იწვევს. უნდა ვაღიარო, რომ ჩემთან საუბარში ასადმაც დაგმო ეს მკვლელობები. გაეროს უშიშროების საბჭო ამ საქმის გამოძიებას მოითხოვს.“

კოფი ანანმა სირიის ხელისუფლებას დასახლებული პუნქტებიდან ჯარების გაყვანა და აჯანყებულებთან დაზავება შესთავაზა, მაგრამ თავდასხმები ორივე მხრიდან გრძელდებოდა.

XS
SM
MD
LG