ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკო ოპოზიციას ქიმიური იარაღის გამოყენებას აბრალებს


ცნობის თანახმად, ამბოხებულების მიერ ნასროლი რაკეტა ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა.

სირიის მთავრობა ამბოხებულებს ქალაქ ალეპოში ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს, რომლის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სანა ავრცელებს. ცნობის თანახმად, ამბოხებულების მიერ ნასროლი რაკეტა ქიმიურ ნივთიერებას შეიცავდა.

ამავდროულად, სირიის ოპოზიციის მთავარმა ორგანომ ნაციონალურმა კოალიციამ მის მიერ კონტროლირებად რაიონებში მოქმედი გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრი დანიშნა. ამ მოვალეობას ამერიკაში განათლება მიღებული ბიზნესმენი ჰასან ჰიტო შეასრულებს. მას კოალიციის საბჭოს 48 წევრიდან 35-მა დაუჭირა მხარი. ის წლების მანძილზე შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, თუმცა ამჟამად თურქეთში გადავიდა, რათა ამბოხებულთა მიერ დაკავებულ რაიონებს უხელმძღვანელოს.
XS
SM
MD
LG