ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მატარებლების შეჯახება შვეიცარიაში


შვეიცარული სარკინიგზო სისტემა აქამდე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ და ყველაზე უსაფრთხოდ ითვლებოდა

ორშაბათს საღამოს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნიდან 50 კილომეტრის დაცილებით, ორი მატარებლის შეჯახება მოხდა. დაიღუპა ერთ-ერთი მატარებლის მემანქანე. 46-იდან 26 მგზავრი, მათ შორის მეორე ლოკომოტივის მემანქანე, დაშავებულია.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, მიმოსვლა ბერნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სარკინიგზო ხაზზე შეჩერებულია. გამომძიებლები შეჯახების მიზეზს არკვევენ. შვეიცარული რკინიგზის სისტემა აქამდე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ და ყველაზე უსაფრთხოდ ითვლებოდა.
XS
SM
MD
LG