ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორიზმთან კავშირებისთვის შვეიცარია 30 წლის ქალს ადანაშაულებს


შვეიცარიის გენერალური პროკურატურა ავრცელებს ცნობას 30 წლის ქალისთვის ბრალის წაყენების შესახებ, რომელიც პროკურატურის ცნობით დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებას ცდილობდა.

გავრცელებული გნაცხადების თანახმად, ქალი ოთხი წლის შვილთან ერთად, ორი წლის წინ, ეგვიპტიდან საბერძნეთში ჩავიდა, საიდანაც თურქეთში, შემდეგ კი სირიაში გამგზავრებას ცდილობდა.

საბერძნეთის პოლიციამ ის 2016 წლის იანვარში დააკავა და შვეიცარიას გადასცა.

პროკურატურა მის სახელს არ ასაჯაროებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG