ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთი 30 ივნისიდან ევროპის 10 ქვეყნისთვის საზღვარს გახსნის


შვედეთი ევროპის 10 ქვეყნისთვის საზღვრებს 30 ივნისიდან გახსნის. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ეს ქვეყნებია: საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ბელგია, შვეიცარია და ლუქსემბურგი.

ევროპის დანარჩენი ქვეყნებისთვის არასავალდებულო ფრენებზე აკრძალვა კვლავ გაგრძელდება. რეკომენდაცია, რომ შვედეთის მოქალაქეებმა არ იფრინონ ევროკავშირის ზონისა და შენგენის ზონის ქვეყნებს მიღმა , რაც მოიცავს, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანას და ზოგიერთ არაწევრ ქვეყანასაც, 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

"ჩვენი წინა გადაწყვეტილების მსგავსად, ეს გადაწყვეტილება ეფუძნება არა ვირუსის გადადების შიშს, არამედ გაურკვევლობას, რომელიც კარანტინითაა გამოწვეული. ზოგიერთი ქვეყნიდან, უბრალოდ არ არსებობს ფრენები, სახმელეთო, ან საზღვაო გზები იმისთვის, რომ სახლში დაბრუნდეთ", თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ პრესკონფერენციაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG