ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტოკჰოლმის თავდასხმაში ეჭვმიტანილი დანაშაულს აღიარებს


შვედეთში პაასკევს მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტული აქტის მოწყობას აღიარებს. თავდასხმაში, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, ბრალდებულია 39 წლის წარმოშობით უზბეკი რაქმათ აქილოვი.

ოფიციალური წყაროების ცნობით, აქილოვი მოპარული სატვირთო მანქანითსტოკჰოლმის ყველაზე დიდ, ფეხით მოსიარულეთა ქუჩაზე ადამიანებს შეეჯახა. ის მეორე დილით დააკავეს.

როგორც ირკვევა, მის შესახებ შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია მანამდეც ჰქონდათ, იცოდნენ, რომ ის „ექსტრემისტების მიმართ კეთილგანწყობილი იყო“. მისი დეპორტირება კი აქამდე იმიტომ ვერ მოხდა, რომ თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ აქილოვი გაუჩინარდა.

შვედეთის პოლიციის ცნობით, თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირია დაკავებული, თუმცა დეტალების შესახებ მეტი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG