ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამშვიდობო პროცესების სირთულეები ომის შემდეგ


სამშვიდობო პროცესების სირთულეები ომის შემდეგ
სამშვიდობო პროცესების სირთულეები ომის შემდეგ

ბევრ ქვეყანაში ომის დასრულების შემდეგ, სამშვიდობო პროცესებს გარკვეული სირთულეები ახლავს ხოლმე. ლაოსიდან დაწყებული, ბოსნიის, კოსოვოს, ავღანეთისა და კამბოჯას ჩათვლით, მოსახლეობა კონფლიქტის შედეგად მიწაში დარჩენილ ნაღმზე აფეთქების მსხვერპლია.

2011 წლის მაისში, ლაოსში, ომის თემაზე ახალი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომელიც ომის დამთავრების რეალურ სურათს ასახავს.

ფილმი იმ ახალგაზრდა მამაკაცის ისტორიას გადმოგცემს რომელმაც, ვიეტნამის ომის შემდეგ, დანაღმულ ადგილას მომხდარი აფეთქების გამო მხედველობა დაკარგა.

„ამ მამაკაცის სახის უმეტესი ნაწილი მთლიანად დეფორმირებულია. მიუხედავად ამისა, მან უფლება მოგვცა ახლო კადრიდან გადაგვეღო, რაც მეტად დასაფასებელია-,“ ამბობს ფილმის რეჟისორი რიკ გერშონი, რომელმაც იქვე დასძინა რომ მას და მის გადამღებ ჯგუფს, ლაოსში ჩასვლისას გულთბილად შეხვდნენ.

„საკმაოდ სათუთ და მგრძნობიარე თემაზე მოგვიწია მუშაობა; ხოლო, როცა გაანალიზებ რომ ეს ხალხი ამერიკული მომბების მსხვერპლია უფრო ითრგუნები,-“ აღნიშნავს ფილმის რეჟისორის პარტნიორი ნათან გოლონსი.

დოკუმენტური ფილმის შექმნის იდეა პატრიცია ლორიას ეკუთვნის. იგი ორგანიზაციის - „ნაღმური ველის მრჩეველთა ჯგუფის“ მარკეტინგის მენეჯერია.

„ფილმის შინაარსი არა მარტო ლაოსის მოსახლეობისთვისაა შთამბეჭდავი, არამედ ყველასთვის, რომელთაც ნამდვილად ადარდებთ სამართლიანობის, ბაშვებზე ზრუნვისა და სხვა ადამიანების დახმარების ბედი,-“ დასძენს ორგანიზაციის მარკეტინგის მენეჯერი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიცილაური მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად, 110 მილიონზე მეტი ნაღმი 70 ქვეყანაში, კვლავ მიწაშია დარჩენილი. ეს კი იმას ნიშნავს რომ თითოეული აფეთქებული ნაღმი 52 ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.

ამჟამად, „ნაღმური ველის მრჩეველთა ჯგუფის“ 3500 წარმომადგენელი, მსოფლიოს მასშტაბით, დანაღმული ადგილების განაიარაღებას ეწევა. ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ჯენიფერ ლეხთმანის განაცხადებით ორგანიზაციის მიზანს მხოლოდ ადამიანების დახმარება და მათი უსაფრთხოება წარმოადგენს.

1987 წლიდან ორგანიზაცია მსოიფლიოს 35 - ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობს. მისმა საუკეთესო ნამუშევარმა, 1997 წელს, ნობელის მშვიდობის ჯილდოც დაიმსახურა. სულ ახლახანს, ორგანიზაციამ სამუშაობი ჩრდილოეთ ერაყის რეგიონში, კერძოდ ქურთისტანსა და ლიბიაშიც დაასრულა.

„ლიბია ერთ-ერთი მაგალიათია იმისა, სადაც ჩვენ საგანგებო ოპერაციების გეგმა განვახორციელეთ. ჩვენ, საბრძოლო მასალის განადგურების თაობაზე, ლიბიის, ეროვნული გარდამავალი საბჭოს წევრებს სათანადო წვრთნებიც ჩავუტარეთ,-“ აღნიშნა ჯენიფერ ლეხტმანმა.

აქედან გამომდინარე, „ნაღმური ველის მრჩეველთა ჯგუფს,“ საზოგადეობის უკეთ ინფორმირების თვალსაზრისით კინომატოგრაფიული საშუალებებისათვის არაერთხელ მიუმართავს. მათი ინიციატივით ბოსნიასა და კონგოში მიმდინარე ომის თემაზე კიდევ ორი ფილმის გადაღება დასრულდა. ამჟამად, მუშაობა ანგოლსა და სუდანში მომხდარ კონფლიქტებზე მიმდინარეობს.


XS
SM
MD
LG