ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვლევა სათვალთვალო პროგრამის ეფექტურობაზე


ვაშინგტონის კვლევითმა ჯგუფმა ტერორიზმთან კავშირში 225 ეჭვმიტანილის საქმე შეისწავლა

ახალი კვლევით დადასტურდა, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ სატელეფონო მოსმენების პროგრამას ტერორიზმის საფრთხის აღმოჩენაში განსაკუთრებული წვლილი არ შეუტანია.

ვაშინგტონის კვლევითმა ჯგუფმა “New America Foundation” ტერორიზმთან კავშირში 225 ეჭვმიტანილის საქმე შეისწავლა. ჯგუფი აცხადებს, რომ 2001 წლიდან დღემდე სააგენტოს მიერ გაშიფრული სატელეფონო საუბრებიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. საქმე ეხებოდა სან დიეგოში მცხოვრები ტაქსის მძღოლის სატელეფონო საუბრებს, საიდანაც გაირკვა, რომ მან სომალიში ალ ყაიდას ფილიალს 2007-2008 წლებში 8,500 დოლარი გადაურიცხა.

კვლევითი ჯგუფი არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების სააგენტოს სათვალთვალო პროგრამამ სხვა საქმეების გახსნაში გარკვეული წვლილი შეიტანა. თუმცა მხილებების 60 პროცენტი ძირითადად ტრადიციულ საგამოძიებო მეთოდებს ეყრდნობა და მათ ძირითადად ოჯახის წევრების და ინფორმატორებისგან მიოპოვებენ.
XS
SM
MD
LG