ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ახლო აღმოსავლეთში ცვლილებებს მხარს უჭერს


Editorial: supporting change in the middle east

016823

a.k. 12/05/11

როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსმა განახადა, 2011 წელი ჭეშმარიტი გარდაქმნების წელი იყო, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სამი წარმატებული, საყოველთაო რევოლუცია მოიტანა შედეგად.

არაბული გაზაფხულის სახელით ცნობილი მოვლენები მართლაც ქვეყნების შიგნიდან დაწყებული ტრანსფორმაციაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს ცვლილებები არაფერს ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, განაცხადა უილიამ ბერნსმა. ამერიკა ამ პროგრესის შენარჩუნებასა და სტაბილიზაციის განმტკიცებაში გაუწევს დახმარებას რეგიონის ქვეყნებს და ამას უფრო ვრელი პოლიტიკური და ეკონომიკური გახსნილობისა და დემოკრატიული გარდაქმნების თუ შესაძლებლობების შექმნის წახალისებით უზრუნველყოფს.

არაბული გაზაფხულის მოვლენებმა სამუდამოდ დაუსვა წერტილი ალ-ყაიდას ცრუ მტკიცებებს, რომ მხოლოდ ძალადობითა და ექსტრემიზმით შეუძლია ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მოსახლეობას ცვლილებას მიაღწიონ.

თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი ხშირად რთული და გამოწვევებით სავსეა, უსწორმასწორო და დაძაბული, თქვა ბერნსმა და დასძინა, რომ ამერიკისთვის კარგად არის ნაცნობი სხვა რეგიოებში მომხდარი გარდაქმენის შემდეგ თუ რამდენად დიდია ავტორიტარული და ძალადობის საფრთხე, განსაკუთრებით კი როცა რთული ეკნომიკური სიტუაცია სახეზეა, ახალი ლიდერები კი ადამიანების ყოველდღიური არსებობის გასაუმჯობესებლად არასაკმარის პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამენ.

დაიმოწმა რა პრეზიდენტი ბარაკ ობამა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ისე როგორც დემოკრატიული რევოლუციები რომლებიც ადამიანების ცხოვრების არასახარბიელო დონით არის ნაკარნახევი, წარმატებული გარდამავალი პერიოდი დამოკიდებულია საყოველთაო კეთილდღეობაზე. გაჯანსაღებული, ღია და ინტეგრირებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები კი დემოკრატიული რევოლუციების წარმატების წინაპირობაა.

ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში დემოკრატიული რეფორმების ხელშესაწყობად ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ეგვიპტის, ლიბიისა და ტუნისის საკითხებში ამერიკის მთავრთობის სპეციალური კოორდინატორის თანამდებობა დააწესა, რომელიც ყურადღებით დააკვირდება ამ რეგიონის მოვლენებს და კოორდინირებულ და ეფექტურ დახმარებას უზრუნველყოფს. კოორდინატორი ასევე პასუხისმგებელი იქნება ორგანიზება გაუწიოს და დაეხმაროს აღნიშულ ქვეყნებს ყველა რესურსის მოზიდვაშ. მათ შორის, თვალყური ადევნოს ამერიკის კონგრესის მიერ სპეციალური ფონდის დაწესებას, რომელიც ეგვიპტისა და ტუნისის მოქალაქეებს საკუთარი ბიზნესების წამოწყებაში ფულად სახსრებს მიაწვდის.

ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად მუშაობს, რათა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მოსახლეობას ეკონომიკური და პოლიტიკური კეთილდღეობის ალტერნატივები შეუქმნას და ამ ქვეყნებში საშუალო კლასის დაწინაურებას შეუწყოს ხელი. როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა აღნიშნა, საბოლოო ჯამში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მოხდება დანაპირების შესრულება და რამდენად რეალური შედეგებით დაასრულებენ ახალი ლიდერები რთულ გარდამავალ პერიოდს.

XS
SM
MD
LG