ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის "სუპერ სამშაბათი"


ამერიკაში დღეს სუპერ სამშაბათია, ამ დღეს ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს ერთდროულად 11 შტატში ეჯიბრებიან.

ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რესპუბლიკელი დონალდ ტრამპისთვის, რომელმაც სამ შტატში უკვე გაიმარჯვა და სუპერ სამშაბათის შტატებიდან 10-ში მხარდამჭერები ჰყავს.ერთადერთი შტატი, სადაც გამარჯვების იმედი რესპუბლიკელ სენატორი ტედ კრუზს აქვს ტეხასია.

რაც შეეხება პრეზიდენტობის დემოკრატ მსურველებს,“სი-ენ-ენ“-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ბერნი სანდერს ჰილარი კლინტონი უსწრებს. მას 55 პროცენტი უჭერს მხარს, სანდერსს კი 38 პროცენტი.

XS
SM
MD
LG