ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სუმოს სამყარო: ოძეკი ტოჩინოშინი, ასანოიამა და დონალდ ტრამპი


31 წლის ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაიბრუნა

იაპონური სუმოს ქართველმა ვასკვლავმა ლევან გორგაძემ ზაფხულის ბაშოზე ოძეკის ანუ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. ტოჩინოშინმა ოძეკობისთვის აუცილებელ მეათე მოგებას თვით მონღოლ იოკოძუნა კაკურიოსთან მიაღწია. ლევან გორგაძემ აღნიშნა, რომ დიდ ჩემპიონთან რთული გამაჯვებით ძალიან ბედნიერია:

ოდნავ შებოჭილად ვგრძობდი თავს, მაგრამ, ასეა თუ ისე, კარგია რომ მოვიგე. ბაშოს მეათე დღიდან ყველაფერი ცუდათ წავიდა. მეტოქეებთან გამკლავებას ვერ ვახერხებდი, დღესაც, იგივე სიტუაცია გაგრძელდა, მაგრამ ამ მომენტისთვის კარგია რომ მოვიგე და ისევ ოძეკი ვარ!
ლევან გორგაძე, სუმოს ქართველი ვარსკვლავი

„ეს კარგი გამარჯვება იყო, ოდნავ შებოჭილად ვგრძობდი თავს, მაგრამ, ასეა თუ ისე, კარგია რომ მოვიგე. ბაშოს მეათე დღიდან ყველაფერი ცუდათ წავიდა. მეტოქეებთან გამკლავებას ვერ ვახერხებდი, დღესაც, იგივე სიტუაცია გაგრძელდა, მაგრამ ამ მომენტისთვის კარგია რომ მოვიგე და ისევ ოძეკი ვარ!“ - თქვა ტოჩინოშინმა.

ძეგველმა დიდი ჩემპიონი ჰენკას გამოყენებით დაამარცხა ანუ შეჯახებამდე გამოეცალა. სუმოს მოყვარულებში ჰენკა არაპოპულარული ილეთია და როგორც წესი, ასეთ გამარჯვებას იაპონელები სიჩუმით ხვდებიან. ქართული ჰენკას შემდეგ კი ტოკიოს კოკუგიკანი ლამის დაინგრა.

ეს ორი მიზეზით მოხდა. წინა დღით, გორგაძემ ნაცუ ბაშოს აღმოჩენა - რანგით მერვე მებრძოლ ასანოიამას სუფთად მოუგო, თუმცა, მსაჯებმა ექვსწუთიანი თათბირის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ტოჩინოშინმა დოჰიოდან ფეხი გადადგა და მოგება გაუუქმეს. სუმოს მოყვარულთა დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს უსამართლობა იყო, რითაც გორგაძე იმპერატორის თასისთვის ბრძოლას ჩამოშორდა.

იაპონელთა აღტაცების მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ ქართველის მიერ მონღოლ იოკუძონას ძლევის შემდეგ იმპერატორის თასს პირველად კარიერაში სწორედ 25 წლის იაპონელი ასანოიამა დაეუფლა.

აშშ-ს პრეზიდენტის თასი ასანოიამას პირადად ტრამპმა გადასცა
აშშ-ს პრეზიდენტის თასი ასანოიამას პირადად ტრამპმა გადასცა

ბოლოს 51 წლის მანძილზე, პირველად მოხდა რომ სუმოს უმაღლესი ჯილდოს მფლობელი რანგით მერვე მაეგაშირა ანუ მებრძოლი გახდა. იაპონური ჭიდაობის მრავალსაუკონოვან ისტორიაში დოჰიოზე ასევე პირველად ვიხილეთ დონალდ ტრამპი, რომელმაც იმპერატორის თასის ახალ მფლობელს ასანოიმას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თასი პირადად გადასცა.

ტრამპმა ნაცუ ბაშოს ბოლო დღეს თვალი მეუღლესთან და იაპონიის პრემიერ შინზო აბესთან ერთად მიადევნა, ამერიკის პრეზიდენტმა ქართველი ტოჩინოშინის გამოსვლაც იხილა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ოძეკ ტაკაიასუსთან დამარცხდა. დამარცხების მიუხედავად ლევან გორგაძე მომავალ ბაშოებზე დიდ ბრძოლას გვპირდება.

რა თქმა უქმა უნდა მოდუნება ადრეა. ისევ უნდა მოვიკრიფო ძალები, ვეცდები ყველაფერი ისე გავაკეთო როგორც საჭიროა"
ტოჩინოშინი

„რა თქმა უნდა მოდუნება ადრეა. ისევ უნდა მოვიკრიფო ძალები, ვეცდები ყველაფერი ისე გავაკეთო როგორც საჭიროა.

კვლავ გვიჩვენებთ ძლიერ ოძეკი ტოჩინოშინს?

მთელ ძალას ჩავდებ!“

ქართველმა გოლიათმა საბოლოოდ ზაფხულის ბაშო აუცილებელი 10 მოგებით დაასრულა და მომდევნო - ნაგოიას ბაშოზე, რომელიც ივლისში აიღებს სტარტს ისევ ოძეკის ტიტულით შეხვდება.

31 წლის ლევან გორგაძე იაპონური სუმოში 13 წელია ასპარეზობს, კარიერის პიკი 2018 წელს ჰქონდა, როცა ძეგველმა სუმოისტმა იმპერატორის თასი პირველად ასწია და ოძეკის რანგს მიაღწია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG