ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

12 ადამიანი დაიღუპა პაკისტანში


პაკისტანის მთავრობის ცნობით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარმა აფეთქებამ 12 ადამიანი იმსხვერპლა. მათი უმრავლესობა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

თვითმხილველების განცხადებით, თვითმკვლელი მოტოციკლისტი პეშავარის პროვინციაში საგუშაგოს შეეჯახა და თავი აიფეთქა.

XS
SM
MD
LG