ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკებები ადის-აბებაში


სუდანის და სამხრეთ სუდანის პრეზიდენტები მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს მართავენ

სუდანის და სამხრეთ სუდანის პრეზიდენტები სხვა დელეგატებთან ერთად ადის-აბებაში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს მართავენ. მათი დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა კრიტიკულად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხები და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გახლავთ.

შეხვედრის ინიციატორია აფრიკული კავშირის მედიატორი თაბო მბეკი. სუდანის და სამხრეთ სუდანის ლიდერები სამუშაო სადილზე მასპინძელი ქვეყნის, ეთიოპიის პრემიერ-მინისტრთანაც იმყოფებოდნენ. მოლაპარაკების დეტალები უცნობია, თუმცა მოლოდინის მიხედვით, პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონაზეც უნდა ისაუბრონ. სექტემბერში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ორივე მხარეს შეიარაღებული ძალები ზონიდან სულ ცოტა 10 კილომეტრით უკან უნდა დაეწია.
XS
SM
MD
LG