ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ეგვიპტესთან ურთიერთობის გართულება არ სურს


შეერთებული შტატები ეგვიპტის ყველაზე დიდი დონორია

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:21 0:00
ბმული

ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი ეგვიპტეში ამერიკის ფინანსური დახმარების შეწყვეტას სახელმწიფო გადატრიალების და მოჰამედ მორსის ჩამოგდების შემდეგ მხარს არ უჭერს. ფინანსური დახმარების მომავალს სენატში გამართულ მოსმენის დროს განიხილავდნენ, რომელიც ეფ-16 საბრძოლო ვერტმფრენების ეგვიპტისთვის გადაცემის შეფერხების თაობაზე ობამას ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გაიმართა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ ბოუმენი მოგვითხრობს.

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შეერთებული შტატები ეგვიპტის მთავარი დონორი იყო, რომელშიც მატერიალური სამხედრო დახმარებაც შედიოდა. სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი რობერტ მენენდესი აცხადებს, რომ დახმარების გაწევა ამ პერიოდში მაინც უნდა გაგრძელდეს.

რობერტ მენენდესი: დახმარების შეწყვეტა უხეირო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

მის მსგავსად, სენატის კომიტეტის რესპუბლიკური პარტიის მთავარმა წარმომადგენელმა ბობ კორკერმა ვაშინგტონსა და ქაიროს შორის დაძაბული სიტუაციის განმუხტვის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.

ბობ კორკერი: ამერიკის როლი ეგვიპტეში გასანეიტრალებელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს. მას ჰგონია, რომ ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ ამერიკას ეგვიპტეში მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს უსაფრთხოების კუთხით. ეგვიპტე ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მჭიდროდ დასახელბული ქვეყანაა, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი, ქვეყანა რომელიც ყოველწლიურად ამერიკიდან 1 მილირდი დოლარის დახმარებას ღებულობს, რაც ასევე ამერიკის სამხედრო გემებს სუეცის არხზე პრივილეგირებული სტატუსით ხელმისაწვდომობაში ეხმარება. ასევე, ეგვიპტე და შეერთებული შტატები ანტიტერორისტულ ბრძოლაშიც თანამშრომლობენ.

ოთხშაბათს, პენტაგონმა განაცხადა რომ ეგვიპტეში ოთხი საბრძოლო ეფ-16 ტიპის ვერტმფრენების გადაცემა შეფერხდება. პენტაგონის პრეს სპიკერმა განაცხადა, რომ ეგვიპტესა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობა კვლავაც გრძელდება, თუმცა ადმინისტრაციის სურვილია ეგვიპტეში რაც შეიძლება მალე დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დაბრუნდეს.

ობამას ადმინისტრაციას მორსის ჩამოგდება არ შეუფასებია ოფიციალურად, როგორც სამხედრო გადატრიალება, რაც ამერიკული კანონმდებლობით ფინანსური დახმარების შეწყვეტას გამოიწვევდა ეგვიპტეში. ყოფილი ამერიკელი დიპლომატის, დენის როსის აზრით, ასეთი მიდგომა ბევრი ეგვიპტელის უკმაყოფილებას გამოიწვევდა.

დენის როსი: თუკი ამის გამო შეწყვეტდნენ დახმარებას, მაშინ ეს თავის უარყოფით გავლენას მოახდენდა ეგვიპტელ სამხედროებთან თანამშრომლობაზე. ამას მოყვებოდა თავად ეგვიპტელი ხალხის უარყოფითი რეაქციაც. ხალხი ამას აღიქვამდა, როგორც ამერიკის კარნახს და მცდელობას, რომელიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

თუმცა გამოითქვა სხვა მოსაზრებაც, რომ ამერიკის უმოქმედობა შეიძლება გულგრილობად შეფასდეს, ან ისე, რომ თითქოს შეერთებული შტატები კანონიერად არჩეული პრეზიდენტის დამხობის ფაქტს ამართლებს. ამ თემაზე კომენტარი სახელმწიფო დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ყოფილმა სპეციალისტმა მიშელ დუნმა გააკეთა.

მიშელ დუნი: შეერთებული შტატები სიფრთხილით ეკიდება საკითხს, რომ ზიანი არ მიადგეს მის გრძელვადიან ურთიერთობას ეგვიპტის მთავრობასთან. თუმცა მან ასევე თავი უნდა აარიდოს არაპრინციპული და ცინიკური პოლიტიკის გატარებას.

კომიტეტის თავმჯდომარის მენენდესის განცხადებით, ამერიკის მიზნები ეგვიპტეში ნათელი უნდა იყოს.

რობერტ მენენდესი: საბოლოოდ ეგვიპტის მთავრობამ და სამხედროებმა ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის ნება უნდა გამოხატონ, სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყონ და აირჩიონ დემოკრატიული მთავრობა, რომელიც რელიგიურ უმცირესობათა და ქალთა უფლებებს დაიცავს.

მენენდესმა აღნიშნა ისიც, რომ შეერთებული შტატების დახმარება უპირობო და უვადო არ იქნება.
XS
SM
MD
LG