ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის გარემოს დაცვის პოლიტიკა


შეერთებული შტატებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა გარემოს დაცვის პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით და ატმოსფეროში ნახშიროჟანგის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მთავარ სათბურ გაზს წარმოადგენს.

შეერთებული შტატების ენერგეტიკის დპერტამენტის ხელმძღვანელის სტივენ ჩუს ინიციატივით ამჟამად 15 პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ითვალისწინებს.

ეს ტექნოლოგიები იმგვარი ინფრასტრუქტურის შექმნას ისახავს მიზნად, რომელიც ამერიკაში არსებულ გეოლოგიურ ფორმაციებს ნახშიროჟანგის სპეციალურ საცავებად გამოიყენებს. ენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენეილი პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 21 მილიონი დოლარი დაჯდება.

სტივენ ჩუს განცხადებით პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას განზრახული აქვს მსოფლიოში ნახშიროჟანგის საცავების ტექნოლოგიის განვითარებაში წამყვანი როლი ითამაშოს. აღნიშნული პროექტი სათბური გაზების შემცირებასთან ერთად ამერიკელებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც ითვალისწინებს.

თხუთმეტივე პროექტი იმგვარი ტექნოლოგიების გამოცდას ისახავს მიზნად, რომლებიც სპეციალურ რეზერვუარებში ნახშიროჟანგის უსფართხოდ მოთავსებას უზრუნველყოფს განსაზღვრული წნევის პირობებში.

ე.წ. გეოლოგიური საცავები რამდენიმე ტიპის ფორმაციებისგან შედგება. ეს შეიძლება იყოს ამოწურული ნავთობის და გაზის საბადოები, მიწისქვეშა ღრმულებში არსებული მარილის და ბაზალტის საბადოები, ასევე მიტოვებული ქვანახშირის მაღაროები. ამ ბუნებრივ საცავებში მილიარდობით ტონა ნახშიროჟანგის ჩატუმბვა შეიძლება.

მეცნიერების ვარაუდით ამგვარ გეოლოგიურ ფორმაციებში ნახშიროჟანგის შენახვა ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაშია შესაძლებელი. ახლა როდესაც სათბური გაზების შემცირება გლობალურ პრობლემად გადაიქცა ამ პროექტის განხორციელებას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

XS
SM
MD
LG