ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბატონ სტივენ ჰედლისთან


ინტერვიუ აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბატონ სტივენ ჰედლისთან
ინტერვიუ აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბატონ სტივენ ჰედლისთან

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მრჩეველი ერაყიდან ჯარების გაყვანაზე, ვაშინგტონში ახლახან გამართულ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და ამერიკა-თურქეთის ურთიერთობებზე საუბრობს

ცოტა ხნის წინ ამერიკის ხმის თურქულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ყოფილ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბატონ სტივენ ჰედლის.

ერაყში შეერთებული შტატების საბრძოლო მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ჰედლიმ აღნიშნა:

„გასული შვიდი წელი ძალიან რთული და მძიმე აღმოჩნდა. შეერთებული შტატების სამხედრო ძალების პირადმა შემადგენლობამ დიდი დანაკარგი განიცადა, დაიჭრა და დასახიჩრდა ბევრი ამერიკელი ჯარისკაცი, გაუბედურდა ბევრი ოჯახი და დიდძალი ფული დაიხარჯა. მაგრამ რასაკვირველია ერაყის მოსახლეობამ უფრო მეტი გადაიტანა. ისინი ხომ ჯერ კიდევ სადამის დროს იტანჯებოდნენ და ქვეყნის გათავისუფლების შემდეგაც ბევრი უბედურება განიცადეს. ერაყელებმა ტერორისტული თავდასხმებისა და ძალადობის ტალღას გაუძლეს. ჩვენ სამხედრო ძალებთან თანამშრომლობის მეოხებით მათ ბევრი დაბრკოლება დასძლიეს. ახლა, როგორც იქნა, ერაყელებს უკეთესი მომავლის შანსი მიეცათ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერაყელებმა გადაწყვიტეს, რომ მათ დემოკრატიული მომავალი სურთ. ისინი ახლა ცდილობენ ისეთი მთავრობის შექმნას, რომელშიც შიიტები, სუნიტები და ქურთები ქვეყნის საკეთილდღეოდ ითანამშრომლობენ. თუ მათ წარმატებას მიაღწიეს, მაშინ ერაყი მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის მისაბაძი მაგალითი გახდება. ამდენად ჩვენ ვაცნობიერებთ იმ დანაკარგებსა და მსხვერპლს, რომელიც ჩვენ ერაყისთვის გავიღეთ. ჩვენ დიდი მადლიერების გრძნობით მივმართავთ ერაყელ ხალხს, ჩვენ სამხედრო ძალებსა და კოალიციურ ძალებში მონაწილე მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც ამ დიდი ხნის მანძილზე ჩვენს გვერდით იბრძვოდნენ. რასაკვირველია წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. მე იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატები და თურქეთი ერაყს კვლავინდებურად დახმარებას გაუწევენ.“

ჰედლის მიაჩნია, რომ შეერთებულ შტატებსა და ერაყს შორის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და პრემიერ მინისტრ ნური ალ-მალიკის მიერ 2008 წლის დეკემბერში გაფორმებული შეთანხმება ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ ორ ქვეყანას შორის გრძელვადიან პარტნიორობას ითვალისწინებს. ამ ჩარჩო ხელშეკრულების თანახმად ერაყი და შეერთებული შტატები ითანამშრომლობენ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროებში. ჰედლის თქმით, პრეზიდენტ ობამას ახლა მიეცა იმის შესაძლებლობა რათა ხსენებული პარტნიორობა რეალობად აქციოს. ჰედლის მიაჩნია, რომ ახლო მომავალში ერაყს მეზობელი სახელმწიფოების მხარდაჭერა და დახმარება დასჭირდება.

რაც შეეხება ვაშინგტონში ახლახან გამართულ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლპარაკებეს, ჰედლიმ აღნიშნა:

„სკეპტიციზმი ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი მიზეზით არის განპირობებული. თუ ჩვენ გასულ 20 წელს თვალს გადავავლებთ, ეს კონფლიქტებით, ძალადობითა და ურთიერთბრალდებებით აღსავსე პერიოდი იყო. ამას გარდა ორჯერ მოლაპარაკებები წარუმატებელი აღმოჩნდა - ერთხელ კლინტონის ადმინისტრაციის დასასრულს, ხოლო მეორედ კი ბუშის ადმინისტრაციის მიწურულს. ამდენად არსებობს იმის შიში, რომ თუ მოლაპარაკებების მესმე მცდელობა ჩაიშლება, მაშინ მოლაპარაკებები ისევე როოგრც მათში მონაწილე მხარეები დისკრედიტირებული იქნება. შედეგად ამას შეიძლება ძალადობის ახალი ტალღა მოჰყვეს, ისევე როგორც ეს მოხდა 2000 წელს, როცა კემპ დევიდის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. ამდენად სკეპტიციზმის ბევრი მიზეზი არსებობს. მართებულად მიმაჩნია ობამას ადმინისტრაციის ფრთხილი მიდგომა, რომელიც შედეგებზე ყურადღებას განგებ არ ამახვილებს.“

ინტერვიუს დასასრულს ჰედლიმ შემდეგნაირად დაახასიათა ამერიკა-თურქეთის ურთიერთობები:

„ბუშის ადმინისტრაცია ერდოგანის მთავრობის მხარდაჭერით გამოირჩეოდა რადგან თურქეთის ხელისუფლება ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ჩატარებას ანიჭებდა უპირატესობას. ჩვენ ამ ინიციატივებს მხარდაჭერას ვუცხადებდით აგრეთვე იმის გამო, რომ ეს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას დააჩქარებდა, რაც ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თურქეთისთვის არამედ ევროპისთვისაც. მე მჯერა, რომ ურთიერთობა თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ამერიკისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ურთიერთობას წარმოადგენს. იმედი მაქვს, რომ თურქეთი გააგრძელებს მოძრაობას თავისუფალი ბაზრისა და დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით. აუცილებელია, რომ დემოკრატიული თურქეთის საფუძვლები გარდაიქმნას შესაბამის სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში, რომელიც თურქების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ქვეყანაში ეკონომიკურ აყვავებასა და პოლიტიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.“

XS
SM
MD
LG