ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ბაზირებული ალ-ყაიდა ყველაზე დიდი საფრთხეა


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში "ტერორიზმი 2009" მთავარ გამოწვევებზე საუბრობს.

ალ ყაიდას დაჯგუფება პაკისტანში ყველაზე დიდი გამოწვევაა ამერიკისა და დასავლეთისთვის, ნათქვამია ამერიკის სახელმწფო დეპარტამენტის ანგარიშში. ამ დაჯგუფებამ დაამტკიცა, რომ ადვილად ადაპტირებს და ძალიან მდგრადი ტერორისტული შენაერთია, რომელსაც სერიოზული უნარი აქვს ამერიკისა და მის ინტერესების წინააღმდეგ განახორციელოს თავდასხმა.

მიუხედავად ამ მონაცემებისა, დაჯგუფება მნიშვნელოვნად არის დასუსტებული, მას შემდეგ რაც მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა ადამიანურ რესურსებში და რაც სირთულეები შეექმნა საქმიანობის დაფინანსების კუთხით. ასეთია სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა, რომელიც ტერორიზმის საკითხებისადმი მიძღვნილ ანგარიშში ჩაიდო.

ალ ყაიდას ძირითად ბაზა ახლა პაკისტანშია, თუმცა დაჯგუფება მზარდი ზეწოლის ქვეშ ექცევა პაკისტანის შეიარაღებული ძალების აქტიურობის ფონზე მათი სამალავების წინააღმდეგ. ალ ყაიდას მრავალი წევრი დაიღუპა ან შეპყრობილ იქნა როგორც პაკისტანში ისე მის ფარგლებს გარეთ.

საბოლოო ჯამში ალ ყაიდას არაადამიანური მეთოდები საყოველთაო პროტესტს იწვევს მუსლიმანურ მოსახლეობაში, აცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორისტული ოფისის ხელმძღვანელი დენიელ ბენჯამინი.

„დაჯგუფებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმ მეთოდებისა და ჩადენილი ქმედებების გამო, რომელთა შედეგად მუსლიმანების დიდი რაოდენობა დაიხოცა ალჟირში, ერაყში, საუდის არაბეთში, პაკისტანში, ინდოენზიაში და სხვაგან. გაიზარდა კონსერვატიული გეზის ლიდერებისა და ყოფილ მეამბოხეთა ის რაოდენობა, რომლებიც ალ ყაიდას მოქმედებების წინააღმდეგ თამამად იმაღლებენ ხმას.“

ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის მონაცემებით, 2009 წელს ტერორისტების საქმიანობის შედეგად 58 ათასი ადამიანი დაიღუპა და დასახიჩრდა. ამ მონაცემებისა და დემოგრაფიული ანალიზის შეჯერების საფუძველზე ცნობილია ისიც, რომ მსხვერპლთა უმრავლესობა მუსლიმები იყვნენ. აქედან უმეტესობა სუნიტი ექსტრემისტების თავდასხმების მსხვერპლია.

სახელმწფო დეპარტამენტის ინფორმაციით ალ ყაიდას სულ უფრო მეტად უჭირს ფინანსების მოზიდვა, ახალწვეულების გაწვრთნა, და ტერაქტების დაგეგმვა.

თუმცა ამ პრობლემების მიუხედავად ალ ყაიდა აგრძელებს ახალი წევრების აყვანას რაც წარმატებით მოახერხა ამერიკასა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში. გაიზარდა ალ ყაიდას ალ გავლენაც გეოგრაფიულად. დაჯგუფების ყველაზე აქტიური წევრები აფრიკასა და არაბეთის ნახევარკუნძულზე მოღვაწეობენ.

როგორც დენიელ ბენჯამინი აღნიშნავს, ჩვენ უნდა გავაცნობიერო ის, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენს უსაფრთხოებას დასუსტებულ ქვეყნებში ტერორისტები აქვს, იქ სადაც თავშესაფარსა და სამალავს ნახულობენ. ბენჯამინმა ასევე დასძინა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს, რომ არასტაბილური ქვეყნებში, იქ სადაც ტერორისტები თავისუფლად მოქმედებენ, კარგი მართველობა, კანონის უზენაესობა, და საჯარო სექტორი განმტკიცდეს. ამ ქვეყნებში გაიზრდება კონტრტერორისტული ტრეინინგია და ბოლოს, ამეირკა მთელი ძალი შეუდგება ამ პრობლემის აღმოფხვრას.

XS
SM
MD
LG