ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საჯარო დიპლომატიისა და საზოგადოებრივ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ტარა სონენშაინი რვიდან თექვსმეტ აპრილამდე რუსეთს, უკრაინას და საქართველოს ეწვევა.
რუსეთში, ქალბატონი სონენშაინი ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამის ორმოცი წლის არსებობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსხენებას წაიკითხავს და ამერიკა-რუსეთის ორმხრივი საპრეზიდენტო სამუშაო კომისიის წევრებს შეხვდება. კომისია კულტურის, სპორტისა და მედიის საკითხებზე მუშაობს.
კიევში, სონენშაინი ახალი ამერიკული ცენტრის მშენებლობას გახსნის და ქალთა ფორუმს მიმართავს სიტყვით.
საქართველოში, ცამეტიდან თექვსმეტ აპრილამდე ამერიკელი სტუმარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდება და ხელს მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოში ფულბრაიტის პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით. ტარა სონენშაინი მოხსენებას წაიკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადაც ის დამოუკიდებელი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს. თბილისში ყოფნისას ის ქალ ჟურნალისტებსა და ამერიკული გაცვლითი პროგრამების წარმომადგენლებს, სამთავრობო პირებსა და სამოქალაქო სექტორის წევრებსაც შეხვდება.