ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუხთარლის, ოთხოზორიას და რუსთავი 2-ის საქმეები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებები 2017 სახელმწიფო დეპარტამენტმა წელს 42-ედ გამოსცა.

„ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და მთელ მსოფლიოში გავარგძელებთ ადამიანების უფლებების მხარდაჭერას“, უთხრა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰედერ ნაუერტმა.

2017 წლის ანგარიშში შესულია ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება 200-ამდე ქვეყნიდან და ტერიტორიიდან. სახელმწიფო დეპარტამენტს ამ ანგარიშის მომზადება კანონით ევალება. ანგარიშს ამერიკის მთავრობის ხელისუფლების შტოები და სახელმწიფო სააგენტოები ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებენ, როგორიცაა თავშესაფრის მაძიებლების პროგრამის მხარდაჭერა.

გასულ წელს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში იქნა აღიარებული, რომ კორუფციული და სუსტი მთავრობები გლობალურ სტაბილურობას და შეერთებული შტატების ინტერესებს უქმნის საფრთხეს. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ზოგიერთ ქვეყანას არ შესწევს უნარი დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება,ზოგიერთს კი ამის სურვილი, უბრალოდ, არ აქვს.

„მთავრობები, რომლებიც ზღუდავენ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებას და მთავრობები, რომლებიც უშვებენ ძალადობას რელიგიური, ეთნიკური და სხვა უმცირესობების ჯგუფების წინააღმდეგ ძირს უთხრიან ჩვენს ინტერესებს“, ვკითხულობთ ანგარიშში. მსგავსი მთავრბოების მაგალითებად ჩინეთის, რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებაა დასახელებული: „ისინი ყოველდღიურად არღვევენ ადამიანის უფლებებს და შედეგად არასტაბილურობას უწყობენ ხელს“, ნათქვამია ანგარიშში.

“ჩვენი საგარეო პოლიტიკა წაახალისებს თავისუფლებას, როგორც ჩვენს მთავარ ინტერესს და პრინციპს. ჩვენ ვცდილობთ სხვა ქვეყნებისთვის მ მაგალითი ვიყოთ კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. ჩვენ გავარძძელებთ მათ ხელშეწყობას, ვიმც ადამიანური ღირსებისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვის”, განაცხადა დღეს სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონ სალივანმა.

საქართველო

  • 2017 წელს ადამიანის უფლებების დარღვევების მაგალითებში სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიყვანა თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების ამბავი, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება და მკვლელობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა, პირად ცხოვრებაში ჩარევა და ძალადობა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლენზე.
  • ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ ჩატარებული კერძო გამოძიებების მიხედვით გაირკვა, რომ მუხთარლის გადაადგილების ამსახველი ვიდეო მასალა განადგურებულია. სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერესთა კომნფლიქტში დაადანაშაულა, რადგან მას საკუთარი თანამშრომლები უნდა გამოეძიებინა. დეკემბრის მონაცემებით, გენერალური პროკურორი ისევ საქმეს იძიებდა“, ნათქვამია ანგარშში.
  • სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარშში შესულია 2016 წლის მაისში ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას საქმე. „აფხაზეთის მთავრობამ მკვლელობაში ეჭვმიტანილის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა“, ვკითხულობთ ანგარიშში.
  • ამავე ანგარიშშია შესული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ დაკავების იზოლატორებსა და ციხეებში არაჰუმანური მოპყრობის 7 მაგალითი. საუბარია საიას მიერ მოკვლეულ 5 შემთხვევაზე, სადაც დაკავებულზე, ჩვენების მიღების მიზნით, ზეწოლას ჰქონდა ადგილი. „ერთ-ერთი მაგალითი კლასიფიცირებულია, როგორც წამება“.
  • „მნიშვნელოვან პრობლემადაა“ შეფასებული ოჯახური ძალადობა და ქალებზე ძალადობა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, ქალებზე ძალადობის 2,248 შემთხვევა გამოვლინდა.
  • ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მედია „ძალიან აქტიური“ იყო და აზრთა მრავალფეროვნებას გადმოსცემდა, „თუმცა ტეკომპანიების იმედის, მაესტროს და ჯი-დი-ესის გაერთიანებამ და საზოგადოებრივ მაუწყებელში მენეჯმენტის შეცვლამ მედია მრავალფეროვნება შეამცირა. იზრდება განწყობა, რომ მედიის კეთილგანწყობა მმართველი პარტიისადმი მატულობს“, ნათქვამია კვლევაში. მედიის ნაწილშივეა ნახსენები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელისთვის - ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების შესახებ, „რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შეაჩერა“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG