ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამამ ხელი მოაწერა "სტარტის" რატიფიკაციას


ობამამ ხელი მოაწერა "სტარტის" რატიფიკაციას
ობამამ ხელი მოაწერა "სტარტის" რატიფიკაციას

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა ახალი სტარტის ხელშეკრულების რატიფიკაციას, რომელიც სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირებას ითვალისწინებს.

პრეზიდენტ ობამას ხელმოწერის შემდეგ ეს ხელშეკრულება ძალაში შევიდა. შაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალურად გაცვლიან უკვე რატიფიცირებულ დოკუმენტებს.

სტარტის ხელშეკრულების მიხედვით უახლესი 10 წლის მანძილზე სტრატეგიული ბირთვული ქობინების რაოდენობა 2200-დან 1550-მდე შემცირდება.

პრეზიდენტ ობამას განცხადებით: “ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, რომელიც ბირთვული არსენალების შემცირებას ითვალისწინებს. ამ ხელშეკრულების წყალობით ამერიკელი ინსპექტორები დაბრუნდებიან რუსეთში და ადგილზე გააკონტროლებენ ამ ქვეყნის ბირთვული ობიექტების მუშაობას.“

XS
SM
MD
LG