ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი სტარტის რატიფიკაციას ითხოვს


ჰილარი კლინტონის განცხადებით, სტარტის ხელშეკრულების რატიფიკაციამდე ამერიკა ბირთვული საფრთხისგან ბოლომდე დაცული არ არის.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კონგრესს რუსეთთან ბირთვული იარაღის თაობაზე მიღწული სტარტის ხელშეკრუელბის დაყოვნების გარეშე რატიფიცირებას სთხოვს. მის მიმართვაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების რატიფიკაციამდე ამერიკის ეროვნული უშიშროება საფრთხეშია.კლინტონმა აქვე ისიც დასძინა, რომ ის დარწმუნებულია, რომ სტარტის საბოლოო დამტკიცების პროცესი მალე დასრულდება.

ქალბატონმა კლინტონმა მზადყოფნა გამოთქვა აქტიურად ითანამშრომლოს სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან, დემოკრატ სენატორ ჯონ კერისთან და კომიტეტის უხუცეს რესპუბლიკელ წევრ სენატორ რიჩარდ ლუგართან.

სენატის სგარეო საქმეთა კომიტეტმა სტარტის ხელშეკრულების განხილვა საზაფხულო არდადაგების შემდეგ, სექტემბრის შუა რიცხვებამდე გადადო. მთლიან სენატს ხელშეკრულება რატიფიკაციისთვის მხოლოდ მას შემდეგ გადაეცემა, რაც საგარეო საქმეთა კომიტეტი დოკუმენტს ამისთვის დაამტკიცებს.

XS
SM
MD
LG