ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ასადი გადადგომას არ აპირებს


ასადი ითანამშრომლებს მათთან, ვინც იარაღს გვერდზე გადადებს და პოლიტიკური მეთოდებით გააგრძელებს ბრძოლას

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე, მაგრამ გადადგომას არ აპირებს. ბრიტანული „სანდეი თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ მის პრეზიდენტობას არავითარი კავშირი არა აქვს ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომთან, რასაც ლიბიაში, იემენსა და ეგვიპტეში განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს.

სირიის პრეზიდენტის განცხადებით, ის მზად არის ითანამშრომლოს მათთან ვინც იარაღს გვერდზე გადადებს და პოლიტიკური მეთოდებით გააგრძელებს ბრძოლას.
ბაშარ ალ-ასადმა ბრიტანეთი შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივებაში დაადანაშაულა, რომელიც მისი თქმით მეამბოხეების იარაღით მომარაგებას აპირებს.
XS
SM
MD
LG