ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასმელი წყალი ცხინვალის მიმდებარე სოფლებში პრობლამად რჩება


სასმელი წყალი ცხინვალის მიმდებარე სოფლებში პრობლამად რჩება
სასმელი წყალი ცხინვალის მიმდებარე სოფლებში პრობლამად რჩება

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე, რომელიც ორი დღის წინ გაიმართა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს. მას იმ საკითხების შესახებ დასმულ კითხვებზე უნდა გაეცა პასუხები, რომლებიც ყველაზე აქტუალური კონფლიქტის ზონის ქართული მოსახლეობისთვისაა. „ამერიკის ხმა“ ამ პრობლემის შესახებ არაერთხელ იუწყებოდა. კერძოდ, საუბარია ცხინვალის მიმდებარე სოფლების სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის შესახებ, რაც დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. 2008 წლის ომის შედეგად ორი არხი და ორი წყალსაცავი, რომლებიც სარწყავი წყლით ამარაგებდა შიდა ქართლის სოფლებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. ხელისუფლება ამ საკითხს 2009 გაზაფხულზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სოფელ ნიქოზთან გაკეთდებოდა კაშხალი, საიდან გამომავალი წყალიც საკმარისი იქნებოდა მოსარწყავად. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, თუმცა მხოლოდ ვირტუალურად. კაშხალი დღეს სოფელ ქვემო ნიქოზთან მართლაც გაკეთებულია. წყალი ზემო და ქვემო ნიქოზს, ისევე როგორც დე–ფაქტო ადმინისტრაციულ საზღვართან ვყველაზე ახლოს მდებარე სოფლებს გვერდს უვლის და თავდაღმართში თვითდინებით მიედინება. ორი წელია ხელისუფლება ამ თემაზე მსჯელობს, თუმცა დღევანდელი შედეგი მხოლოდ გამხმარი ხეხილია.

შოთა მალაშხია, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან ჭილაძემ ოთხი სოფლის გასარწყავების გეგმა წარმოადგინა. ეს ოთხი სოფელი ზემო და ქვემო ნიქოზი, ზემო და ქვემო ხვითია. მინისტრის მოადგილის ვარაუდით, მათ წყალი მომავალ ზაფხულს ექნებათ. რაც შეეხება ორ ღიად დარჩენილ საკითხს, რომელთაგან ერთი დანარჩენი სოფლების მდგომარეობას ეხება, მეორე კი მოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას, ოფიციალური რიტორიკა ნათელ და მკაფიო პასუხებს გვერდს უვლის.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე არ უმსჯელიათ იმ სოფლების მდგომარეობაზე, რომელბიც ასევე უწყლოდ არიან დარჩენილნი ადგინისტრაციულ საზღვართან. ასეთებია, მაგალითად, ერგნეთი, დიცი და სხვა გორის მუნიციპალიტეტში, თუმცა ესეც არასრული ჩამონათვალია, ამას ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტების სოფლებიც ემატება. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტებზე, რითაც ომითა და უწყლობით დაზარალებულ სოფლებში შიმშილის პირას მყოფი მოსახლეობისთვის, შესაძლოა რაიმე შეღავათი დადგინდეს. კონკრეტულად რა იქნება ეს, შოთა მალაშხიამ ჯერ არ იცის.

XS
SM
MD
LG