ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთის პრემიერი კატალონიის საკითხის გარკვევას ითხოვს


ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი ამბობს, რომ მას სურს მეტი სიცხადე კატალონიის რეგიონის ლიდერებისგან იმის თაობაზე, გამოაცხადეს თუ არა მათ ოფიციალურად დამოუკიდებლობა.

დაუგეგმავი მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ რახოიმ განაცხადა, რომ ეს სიცხადე საჭიროა იმისთვის, რომ ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლებამ შეძლოს კატალონიის ავტონომიის შეზღუდვა.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე კატალონიის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის სიმბოლური დეკლარირება მოახდინა. თუმცა აქვე ითქვა, რომ ის არ ამოქმედდება რამდენიმე კვირის განმავლობაში. კატალონიის ლიდერი მადრიდთან დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს, თუმცა ესპანეთის პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, რახოი დიალოგს არ აპირებს, რადგან მათ უკვე ცხადად დააფიქსირეს, რომ ქვეყნისგან გამოყოფა სურთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG