ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანცისკო ფრანკოს ცხედარი ახალ სამარხში გადაასვენეს


გარდაცვალებიდან თითქმის 44 წლის შემდეგ, ესპანეთის დიქტატორის, ფრანცისკო ფრანკოს სამარხი, მადრიდის ახლოს მდებარე სახელმწიფო მავზოლეუმიდან ამოიღეს. ფრანკოს ახალ სამარხში გადაასვენებენ.

მავზოლეუმში, რომელიც მთაზე მდებარეობს და ესპანეთის დედაქალაქს გადმოჰყურებს, ფრანკოს ორი ათეული ნათესავი შეიკრიბა. მავზოლეუმიდან გამოტანის შემდეგ კუბო კატაფალკზე მოათავსეს და მიიტანეს შვეულმფრენთან, რათა მადრიდის ჩრდილოეთით მდებარე სახელმწიფო სასაფლაოზე მისი ტრანსპორტირება მოეხდინათ. მინგორუბიო ელ პარდოს სასაფლაოზე, ფრანკო თავისი მეუღლის გვერდით უნდა დაეკრძალათ.

ფრანკოს ექჰუმაცია, დიქტატორის მემკვიდრეებსა და მმართველი სოციალისტური მთავრობის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს შორის ხანგრძლივი იურიდიული დავის ბოლო აკორდად იქცა. გასულ წელს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, პედრო სანჩესმა მავზოლეუმიდან ფრანკოს გამოსვენება თავის პრიორიტეტად აქცია. გასულ თვეში, ფრანკოს ოჯახმა უზენაეს სასამართლოში უკანასკნელი აპელაცია წააგო. მთავრობამ განაცხადა, რომ ახალ სამარხში გადასვენება დაახლოებით 70 ათასი დოლარი დაჯდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG