ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიაში საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა


სამშაბათს, ბარსელონაში, ათობით ათასი ადამიანი ესპანეთის მთავრობის მიერ ორი კატალონიელი სეპარატისტი ლიდერის დაკავებას აპროტესტებდა.

სანთლებით და პლაკატებით გამოსული დემონსტრანტები ჰორდი სანჩესის და ჰორდი კიქსარტის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, რომლებიც ამბოხებისკენ მოწოდების შესაძლო ბრალდებით დააკავეს. პროკურორები ომნიუმის კულტურული მოძრაობის წარმომადგენელ კიქსარტს და კატალონიის ეროვნული კრების წევრ სანჩესს, გასულ თვეში, დამოუკიდებლობის მარშის დროს, პოლიციის წინააღმდეგ ძალადობის პროვოკაციაში სდებენ ბრალს.

კატალონიის ლიდერები ამ პირებს პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებს, რასაც მთავრობა არ ეთანხმება.

სამშაბათს, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი უკანონოდ ცნო და თქვა, რომ რეგიონულმა კანონმა, რომლის საფუძველზეც ხმის მიცემა მოხდა, ესპანეთის კონსტიტუცია დაარღვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG