ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიელი ლიდერების სასამართლო პროცესი დაიწყო


კატალონიელ ლიდერთა მხარდამჭერი მიტინგი მადრიდში, ესპანეთის უზენაეს სასამართლოსთან. წარწერა ბანერზე: "არჩევანი დანაშაული არ არის".

დღეს ესპანეთის უზენაეს სასამართლოში 12 კატალონიელი სეპარატისტი პოლიტიკოსის და აქტივისტის სასამართლო პროცესი დაიწყო. მათ ამბოხის მოწყობაში და რამდენიმე სხვა სახის დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც კატალონიის მიერ უკანონო დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა.

დამოუკიდებლობის დეკლარაციას საფუძვლად დაედო 2017 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი. ესპანეთის სასამართლომ, კონსტიტუციაზე დაყრდნობით, კატალონიელთა საყოველთაო გამოკითხვა უკანონოდ ცნო.

დღეს დაწყებული სასამართლო პროცესი, სპეციალისტების აზრით, ესპანეთის 40-წლიანი დემოკრატიისთვის და მისი სასამართლო სისტემისთვის სერიოზული გამოცდა იქნება. მას ბევრი "საუკუნის პროცესს" უწოდებს.

სასამართლო ესპანეთში გამწვავებული პოლიტიკური ვითარების ფონზე მიმდინარეობს. მადრიდში, უზენაესი სასამართლოს შენობის წინ, კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს და გზები გადაკეტეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სასამართლო პროცესი 3 თვე გასტანს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG