ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიის ლიდერი მადრიდს კენჭისყრით ემუქრება


კატალონიის ლიდერი კარლეს პიგემონტი აცხადებს, რომ კატალონიის პარლამენტიკენჭს უყრის დამოუკიდებლობის საკითხს, თუ ესპანეთის მთავრობა დიალოგში არ ჩაერთვება და ავტონომიის გაუქმების მუქარას განაგრძობს.

თავის მხრივ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი პიგემონტისგან ითხოვს დააკონკრეტოს გამოაცხადა თუ არ კატალონიამ დამოუკიდებლობა რეფერენდუმის შემდეგ.

კატალონიელებმა დამოუკიდებლობა სიმბოლურად გამოაცხადა, თუმცა დამოუკიდებლობის გამოცხადების ოფიციალური პროცესი შეაჩერა.

კატალონიელი ამომრჩევლების უმრავლესობამ 1 ოქტომბრის რეფერენდუმში ესპანეთისგან დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG