ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესპანეთში პილოტები გაიფიცნენ


პილოტების გაფიცვის შედეგად, დღეს ესპანეთის ავიაკომპანია "იბერიამ" 150 რეისი გააუქმა. პილოტები ახალი ავიაკომპანია "იბერია ექსპრესის" გახსნას აპროტესტებენ, რომელიც გაცილებით ხელმისაწვდომ ფასად გაყიდის ბილეთებს.

იბერიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ 20 ივლისამდე კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათს და პარასკევს გაიფიცებიან. პილოტების თქმით, ახალი ავიაკომპანიის გახსნა მათ სამუშაო ადგილებს ემუქრება და ამასთან, იმ კონტრაქტის პირობებს არღვევს, რომელზე დაყრდნობითაც იბერია "ბრითიშ ეარვეის" შეუერთდა.

"იბერია ექსპრესის" მფლობელი კომპანია - კონსოლიდირებული ავიახაზების საერთაშორისო ჯგუფი - აცხადებს, რომ შედარებით დაბალფასიანი ავიაკომპანია "იბერიას" უფრო პოპულარულს გახდის.

XS
SM
MD
LG