ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპეის -X კოსმოსში გაფრინდა


კერძო ამერიკული კომპანიის მიერ აშენებული რაკეტა სპეის -X დღეს წარმატებით გაფრინდა კოსმოსში. "ფალკონ-9" და მრავალჯერადი გამოყენების კაპსულა " დრაკონი" დილით ადრე ფლორიდის შტატის კეიპ კანავერალის კოსმოდრომიდან აფრინდა. უპილოტო ხომალდი " დრაკონი"-ს დანიშნულების ადგილი საერთაშორისო კოსმოსური სადგურია, რომელიც დედამიწის ორბიტის გარშემო 32 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს. სპეის -X კერძო კომპანიის მიერ შექმნილი პირველი ხომალდია, რომელიც კოსმოსურ სადგურს დაუკავშირდება.

XS
SM
MD
LG