ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სპეისექსმა" დედამიწის ორბიტაზე სატელიტები გაუშვა


„სპეისექსის“ რაკეტამ დედამიწის ორბიტაში 60 სატელიტი გაუშვა. სატელიტების მიზანი კოსმოსიდან ინტერნეტი მომსახურება იქნება. რაკეტა შეერთებული შტატების, ფლორიდის შტატის ქალაქ კეიპ კანავერალიდან გაუშვეს. ე.წ. „სტარლინკის“ ინტერნეტ მომსახურება მას შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი, რაც ორბიტაზე დამატებით კიდევ ასობით სატელიტს გაუშვებენ და გაააქტიურებენ.

„სპეისექსი“ კომპანია „ტესლას“ აღმასრულებელი დირექტორის და მილიარდერის, ელონ მასკის კერძო კომპანიაა. მასკმა ხუთშაბათს, რაკეტის გაშვებისას განაცხადა, რომ ეს „მარსზე თვითკმარი ქალაქის და მთვარეზე ბაზის შექმნისკენ მნიშვნელოვანი ტრამპლინია“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG