ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსური კაფსულა ყაზახეთში უსაფრთხოდ დაეშვა


ასტრონავტები146 დღიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდნენ

კოსმოსური კაფსულა სოიუზი,რომელზეც სამი საერთაშორისო ასტრონავტი იმყოფებოდა ყაზახეთში უსაფრთხოდ დაეშვა.
კანადელი კრის ჰადფილდი, ამერიკელი ტომ მარშბერნი და რუსი რომან რომანენკო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, 146 დღიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდნენ.
53 წლის კრის ჰადფილდი ორი კოსმოსური მისიის ვეტერანია. დედამიწაზე ჩამოსვლამდე იგი კოსმოსს ბრიტანელი როკ ვარსკვლავის დევიდ ბოუვის სიმღერით space oddity-თ სიმბოლურად დაეშვიდობა.
კოსმოსურ სადგურზე შესრულებული სამკაციანი მისია რიგით 35 ექსპედიცია იყო. შემდეგი ექსპედიცია სადგურზე 28 მაისს გაემგზავრება და იქ მყოფ რუს და ამერიკელ ასტრონავტებს შეცვლის.
XS
SM
MD
LG