ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე-ინი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმამდე კონსულტაციას გაივლიდა სამხრეთ კორეასთან.

პრეზიდენტმა მუნმა გუშინ გამართულ ტელე-კონფერენციაზე პირობა დადო, რომ თავიდან აიცილებდა მორიგ კონფლიქტს კორეის ნახევარკუნძულზე. 1950-53 წლებში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ომი ზავით დასრულდა, თუმცა, ტექნიკურად, ქვეყნები ისევ ომში არიან.

კონფერენციაზე მუნმა პრეზიდენტობის პირველი 100 დღე შეაჯამა. საპრეზიდენტო კამპანიისას მუნმა პირობა დადო, რომ ფხენიანთან ურთიერთობებს აღადგენდა. კორეის ნახევარკუნძულზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ახალი სანქციები დაუწესა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG