ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი გადადო


სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეა აცხადებს, რომ პრეზიდენტ პარკ გუნ-ჰაის იმპიჩმენტის კენჭისყრა 9 დეკემბრისთვის გადაიდო.

პრეზიდენტი კორუფციულ სკანდალში გაეხვა, რამაც მისი, როგორც არაკორუმპირებული და ძლიერი ლიდერის, რეპუტაცია შელახა.

სამხრეთ კორეის ისტორიაში პირველად პროკურორებმა მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს. მათი მტკიცებით, პარკი ჩართული იყო მისი გავლენიანი მეგობრის საქმეში, რომელმაც კორეულ კონგლომერატს ორი ფონდისთვის 65 მილიონი დოლარი გადაარცხვინა.

XS
SM
MD
LG