ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტის მიმართვა


პარკ ჟინ ჰე სამხრეთ კორეის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია

სამხრეთ კორეის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, პარკ ჟინ ჰემ პირობა დადო , რომ ქვეყნის უსაფრთხოება გახდება მისთვის პრიორიტეტული საკითხი. ოთხშაბათის არჩევნებში გამარჯვებულმა პარკ ჟინ ჰემ მოსახლეობას მიმართა და დასძინა, რომ ფხენიანის მიერ რამდენიმე დღის წინ რაკეტის გაშვება არის დემონსტრირება იმ სერიოზული საფრთხის, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარეობს. თავის სიტყვაში მან ასევე განაცხადა, რომ ის მზადაა ფხენიანთან ურთიერთობის დარეგულირებისთვის, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება იმ პირობებში როდესაც ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამას ამუშავებს. პარკ ჟინ ჰე პირველი ქალი პრეზიდენტია სამხრეთ კორეის ისტორიაში.
XS
SM
MD
LG