ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის უშიშროების სააგენტო ეჭვქვეშ აყენებს ჩრდილოეთ კორეის განცხადებას პირველი კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტის წარმატებით გამოცდის შესახებ.

ჩრდილოეთ კორეის ინფორმაციით, რაკეტა ჩინეთის საზღვართან ახლოს მდებარე აეროპორტიდან გაუშვეს.

სამხრეთ კორეის წარმომადგენელმა იი უან-იანგიმ, პარლამენტის უშიშროების კომიტეტის წევრმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყნის ეროვნული უშიშროების სააგენტომ ვერ მოახერხა დაედასტურებინა ფხენიანის მიერ მსგავსი ტექნოლოგიის შემუშავების დამადასტურებელი ფაქტები.

არაერთი საერთაშორისო გაფრთხილების მიუხედავად, გასულ კვირას ფხენიანმა განაცხადა, რომ კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

ჩრდილოეთ კორეისთვის, რომელიც საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. რაკეტა, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან იქნა გაშვებული, იაპონიის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა.

მალევე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნებს მოუწოდა შეაჩერონ ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხე. მან ქვეყნებს ასევე მოუწოდა აჩვენონ ჩრდილოეთ კორეას, რომ მის “ცუდ ქცევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.”

Facebook Forum

XS
SM
MD
LG