ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კაესონგის კომპლექსი ამუშავდება


ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ კაესონგის ერთობლივი ინდუსტრიული კომპლექსის ამოქმედებაზე მოილაპარაკეს

დღეს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებისგან შექმნილი ერთობლივი კომიტეტის სხდომა ჩატარდა, რომელიც კაესონგის ინდუსტრიული კომპლექსის გახსნას ემსახურება. ეს იყო დაპირისპირებული მხარეების პირველი შეხვედრა. მოლაპარაკებები მათ შორის თითქმის 5 თვეა წარუმატებლად მიმდინარეობს.

კომიტეტი ორივე მხრიდან 5-5 წევრს მოიცავს. ისინი კაესონგში, ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე მდებარე ინდუსტრიულ კომპლექსზე შეიკრიბნენ. საწარმო 2013 წლის აპრილის შემდეგ გაჩერებულია. გასულ ოთხშაბათს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეამ მის ამოქმედებაზე მოილაპარაკეს. ორივე მხარე პირობას დებს, რომ მაქსიმალურად შეუშლიან ხელს მომავალში საწარმოს შემდგომ შეფერხებებს.
XS
SM
MD
LG